Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პანელური დისკუსია კონსტიტუციური სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებით

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის – „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ – ფარგლებში, 2024 წლის 15 ივნისს გაიმართა მესამე პანელური დისკუსია კონსტიტუციური სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებით.

 

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალით დაკომპლექტებულ ჟიურის მომხსენებლებმა წარუდგინეს მათ საკვლევ თემასთან დაკავშირებული მოხსენებები, რის შემდეგაც ჟიურისთან ერთად გაიმართა დისკუსია წარმოდგენილ საკითხებზე. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის პროფესორი ირაკლი დვალიძე, კონსტიტუციური სამართლის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კახიძე, საერთაშორისო (სისხლის) სამართლის ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე. 

 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა დოქტორანტებმა და ახალგაზრდა მეცნიერებმა:

1) გიორგი ალავერდაშვილი (დოქტორანტი, თსუ) - „საკონსტიტუციო იდენტობათა აღმოჩენის მოდელები განსხვავებულ იურისდიქციებში“;

2) მერი აღაპიშვილი (დოქტორანტი, თსუ) - „სამართლებრივი უსაფრთხოების, როგორც ინსტრუმენტული უფლების, კონტრიბუცია სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებაში“;

3) ლია აბლოთია (დოქტორანტი, თსუ) - „სპეციალიზებული სასამართლოების შექმნის აუცილებლობა და დამკვიდრების პერსპექტივები საქართველოში“;

4) კახი სამხარაძე (დოქტორანტი, თსუ) - „საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური კონსტიტუციური სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრების რესურსი და სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლები“;

5) გიორგი ნაკაშიძე (სამართლის დოქტორი, თსუ) - „რეპარაციის პრაქტიკა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში";

6) გიორგი გიორგაძე (დოქტორანტი, თსუ) - „სასამართლო გადაწყვეტილებებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის ასახვა“;

7) ოთარ ჯავახაძე (დოქტორანტი, თსუ) - „იარაღი და ძალადობა“;

8) სოფიო ლასარეიშვილი (დოქტორანტი, თსუ) - „ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ვადა, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის განმსაზღვრელი კრიტერიუმი“;

9) გიორგი გელანტია (დოქტორანტი, თსუ) - „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შეგნებულად გაჭიანურების პრობლემური ასპექტები“;

10) ბექა ნათელაური (დოქტორანტი, თსუ) - „სასამართლო განხილვაში ბრალდებულის მონაწილეობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური ასპექტები“.

მოხსენებების შემდეგ ჟიურისთან ერთად გაიმართა დისკუსია დოქტორანტთა საკვლევ თემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

ღონისძიება ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში. 

თარიღი: 17/06/2024